“ვიმედოვნებ, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, როდესაც ხალხი დაიწყებს იმაზე ფიქრს თუ სად გაატარონ არდადეგები, ისინი თბილისსა და საქართველოს განიხილავენ ახალ და საინტერესო შესაძლებლობად“

“ვიმედოვნებ, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, როდესაც ხალხი დაიწყებს იმაზე ფიქრს თუ სად გაატარონ არდადეგები, ისინი თბილისსა და საქართველოს განიხილავენ ახალ და საინტერესო შესაძლებლობად“, – ქ. ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსული

წერილში, რომელიც ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარემ და ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა, დერეკ პიკაპმა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს, სოფიო ქაცარავას გაუგზავნა,ყურადღება გამახვილებულია საქართველოზე, როგორც კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითზე, რომელმაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დროულად დაკეტა ქვეყნის საზღვრები და დააწესა შეზღუდვები. როგორც დერეკ პიკაპი წერს,სწორედ აღნიშნული ქმედებების შედეგია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი და მხოლოდ 5 ლეტალური შემთხვევა. საპატიო კონსული ასევე ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს საელჩოს აქტიურ დახმარებებზე გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

წერილში დერეკ პიკაპი სიამაყით აღნიშნავს ქალაქების- ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილებისა და თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელბას.

საპატიო კონსული ასევე საუბრობს საქართველოს განვითარების გზაზე მიღწეულ წარმატებულ შედეგებზე:

“ოცდახუთი წლის წინ, როდესაც პირველად ვიმყოფებოდი თბილისში, მისი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნაფლეთებად იყო ქცეული უმუშევრობის უზარმაზარი მაჩვენებლით, ძალიან დაბალი შემოსავლით და ქვეყნის სამომავლო კურსის არქონით. საქართველო მკვეთრად შეიცვალა მისი დედაქალაქის – თბილისის – თაოსნობით – და ახლა ის სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, ტურიზმი გახდა მისი ეკონომიკური აღორძინების მთავარი ფაქტორი.”-წერს საპატიო კონსული.

დერეკ პიკაპი ასევე ულოცავს სოფიო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას ამ ურთულეს პერიოდში და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.​

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაშსს „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს