კახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა პრობლემები შეექმნა სამშენებლო ბიზნესს კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

„თქვენი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ისე ადამიანების დასაქმების მიმართულებით. შესაბამისად, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებით დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები“, – მიმართა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგებლებს.

შეხვედრა, რომელსაც 30-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კახა კალაძემ დეველოპერებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში – 111
შემდეგი სტატია“ვიმედოვნებ, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, როდესაც ხალხი დაიწყებს იმაზე ფიქრს თუ სად გაატარონ არდადეგები, ისინი თბილისსა და საქართველოს განიხილავენ ახალ და საინტერესო შესაძლებლობად“