“პუტინს ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ, 30-ზე მეტჯერ, შესაძლოა, 40-ჯერაც, მრავალსაათიანი მოლაპარაკებები გვქონდა”

region
ავტ.: region ივნისი 24, 2020 17:50

“პუტინს ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ, 30-ზე მეტჯერ, შესაძლოა, 40-ჯერაც, მრავალსაათიანი მოლაპარაკებები გვქონდა”

ვიფრინე თვითმფრინავით და ორ კვირაში პუტინი დაჯდა თვითმფრინავის შტურვალთან, ჩავყვინთე შავ ზღვაში და ერთ კვირაში პუტინმა ჩაყვინთა, „ფორმულა 2“-ის მანქანა გავატარე და ერთ თვეში „ფორმულა 2“-ის იმავე მანქანის ეკიპაჟთან ერთად გაისეირნა, ასეთი დამთხვევები არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

გორდონის კითხვაზე, რამდენჯერ შეხვედრია პუტინს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრჯერ.

„30-ზე მეტჯერ, შესაძლოა, 40-ჯერაც. ძალიან ბევრჯერ. მრავალსაათიანი მოლაპარაკებები გვქონდა. ის ჩემთან ურთიერთობით მაზოხისტურ სიამოვნებას იღებდა. დებატებს აწყობდა, დსთ-ის არც ერთ ლიდერთან, ზოგჯერ ლუკაშენკოს თუ არ ჩავთვლით, პრესკონფერენციებს არ აწყობა. ჩემთან ერთად გამოდიოდა პრესასთან, აწყობდა დებატებს. მე ვხედავდი და ჟურნალისტებიც ამჩნევდნენ, რა ხდებოდა. მე ვიფრინე თვითმფრინავით და ორ კვირაში პუტინი დაჯდა თვითმფრინავის შტურვალთან. ჩავყვინთე შავ ზღვაში და ერთ კვირაში პუტინმა ჩაყვინთა შავ ზღვაში, „ფორმულა 2“-ის მანქანა გავატარე და ერთ თვეში „ფორმულა 2“-ის იმავე მანქანის ეკიპაჟთან ერთად გაისეირნა. ასეთი დამთხვევები არ არსებობს, ძალიან ბევრი დამთხვევაა. ის სულ მეკითხებოდა, როგორ აკეთებ ამასო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

region
ავტ.: region ივნისი 24, 2020 17:50