კახა კალაძე-ოპოზიცია არასერიოზული ხალხის დაჯგუფებაა

ოპოზიცია არასერიოზული ხალხის დაჯგუფებაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციის რისკებს ეხება.

კახა კალაძის განცხადებით,ოპოზიციამ ერთი პატარა არგუმენტი მაინც უნდა დადოს, თბილისის მერიის რომელი გადაწყვეტილება იყო არასწორი და რომელი კანონებს მიღმა.

“არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო მათ. ეს არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატარა არგუმენტი ხომ მაინც უნდა დადონ? ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელი იყო არასწორი, რომელი იყო კანონებს მიღმა და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ბლა, ბლა, ბლა… ეს არის ჩემი პასუხი,” – ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაში“ვანო მერაბიშვილი საქართველოში სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება”
შემდეგი სტატია“პუტინს ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ, 30-ზე მეტჯერ, შესაძლოა, 40-ჯერაც, მრავალსაათიანი მოლაპარაკებები გვქონდა”