პუტინს “არჩევნებში” გამარჯვებას “ჰამასი” ულოცავს

პუტინს “არჩევნებში” გამარჯვებას ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასი” ულოცავს. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ისმაილ ჰანიემ მას მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა რუსეთის პოზიციისთვის “პალესტინის საკითხის” გადაწყვეტის თაობაზე.

მან ასევე თქვა, რომ “პუტინის არჩევნებში გამარჯვება მის მიმართ რუსი ხალხის ნდობას გამოხატავს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთზე პირდაპირი თავდასხმები აშშ-ის ხელმძღვანელობით ხდება. “ჰამასის” ლიდერმა იმედი გამოთქვა რომ მათსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება.

banner
წინა სტატიაში“საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული სამსახური”-საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: საქართველოსა და უკრაინაზე გადაწყვეტილებები NATO-ში ცალ-ცალკე მიიღება