“საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული სამსახური”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტში არსებული ჩანართი სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებს შეეხება.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა. მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული სამსახური, – წერია ფონდის ანგარიშში.