პუტინმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

როგოზინის ნაცვლად ამ თანამდებობას იური ბორისოვი დაიკავებს, რომელიც მანამდე რუსეთის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

როგოზინის გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ არის. რაც შეეხება იური ბორისოვს, ის მთავრობაში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კურირებდა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებს და რიგგარეშე სესიას მოიწვევს, კარგი არ იქნება
შემდეგი სტატიაპოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი