გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებს და რიგგარეშე სესიას მოიწვევს, კარგი არ იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია არ უნდა მოიწვიოს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებს და სესიას მოიწვევს, კარგი არ იქნება.

“მის კანდიდატურას მხარი სწორედ იმის გამო დავუჭირეთ, რომ არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც შეუძლია თავისი პოზიცია დააფიქსიროს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნა პოლიტიკურად იმდენად გაუმართავია, იმდენად აშკარაა პოლიტიკური სპეკულაცია, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამ მიმართვას არ გაითვალისწინებს.

ევროკომისიის რეკომენდაციები სწორედ იმ სამუშაოს აუცილებლობას ითვალისწინებს, რომელიც გულისხმობს სამუშაო ჯგუფებს, საკომიტეტო შეხვედრებს, დეტალურ განხილვას. თუკი ეს რეგლამენტი ჩანაცვლებულია პოლიტიკური სპეკულაციით, მგონია, პრეზიდენტს ეყოფა ძალა და პროფესიონალიზმი, პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა მარცხდება – ყაველაშვილი
შემდეგი სტატიაპუტინმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა