პუტინმა ძალზედ ღირსეული კომენტარი გააკეთა, ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ – ინაშვილი

პუტინმა ძალზედ ღირსეული კომენტარი გააკეთა, ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ – ამ განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ქართველი ერის მიმართ პატივისცემის გამო”, სანქციების დაწესებას არ ემხრობა.

“რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ- რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს.

არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება… მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს,”-განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პუტინმა მორიგი ომი დაიწყო და ორ წუთში დაასრულა, ომი მოგვიგო“ – გოჩა მირცხულავა
შემდეგი სტატია“თქვენ ასე გესმით ქრისტიანობა… ვერც იმით გვატყუებთ, რომ ერთმორწმუნე ერი ხართ არა, არაფერი გაქვთ საერთო ქრისტესთან… ” – პეტრე კოლხის წერილი პუტინს