პუტინის სპეცგანკარგულება თეატრებისთვის – რა ბრძანება გამოიცა რუსეთში

რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედმა თეატრებმა მხედველობაში უნდა მიიღონ პუტინის ბრძანებულება „ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების“ შესახებ და მოახსენონ ზუსტად რა ღირებულებებს შეესაბამება კონკრეტული სპექტაკლი. ამის შესახებ ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ თეატრებში გაგზავნილი წერილში.

დოკუმენტს ხელს აწერს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი იულია ზღურსკაია. კულტურის სამინისტროში მსგავსი წერილის გაგზავნას ოფიციალურად არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობას სურს შეცვალოს სახელმწიფო ამოცანის მიზნობრივი დასახვა და რაოდენობრივი მაჩვენებლებიდან გადავიდეს ხარისხობრივზე“, – ნათქვამია წერილში. იმის ნაცვლად, რომ სპექტაკლებს ესწრებოდნენ მაყურებლების რაოდენობა, თეატრებს ახლა სთხოვენ მოხსენებას, თუ რომელ ფასეულობებს შეესაბამება პუტინის ბრძანებულებაში გარკვეული სპექტაკლები. „გთხოვთ, გამოაგზავნოთ ინფორმაცია სამოტივაციო წერილში შევსებული ფორმით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი და თარხან-მოურავი უარყოფენ, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე ისინიც გამოსახეს
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი – ევროპარლამენტში ქართული სახელმწიფოს მიმართ ბოდიში მოიხადონ