გურამ მაჭარაშვილი – ევროპარლამენტში ქართული სახელმწიფოს მიმართ ბოდიში მოიხადონ

„წამების პრევენციის კომისიამ“ აღიარა, რომ საქართველოში ვერცერთი პატიმარი ვერ მოიძებნა, რომლის რომელიმე უფლება დარღვეული იყო, ანუ, კომისია აღიარებს, რომ საქართველოში ყველა პატიმრის უფლება დაცულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ ერთადერთ ნაკლად აღიარა ის, რომ თურმე სააკაშვილი თავს მარტოდ გრძნობს, რისი გადაწყვეტილებაც თავად მიიღო.

„სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმის დროს პატიმრებს არა მხოლოდ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, არამედ მიცვალებულებთან აბამდნენ და ასე ტანჯავდნენ. კომისიამ საქართველოში აბსოლუტურად შეცვლილი მდგომარეობა ნახა. კომისიამ ერთადერთ ნაკლად აღიარა ის, რომ თურმე სააკაშვილი თავს მარტოდ გრძნობს, რისი გადაწყვეტილებაც თავად მიიღო. მან შესაბამისს უწყებას უარი განუცხადა, რომ მასთან ერთად ვინმე ყოფილიყო. ეს მისი არჩევანია. რაც შეეხება დაბურულ შუშებს, მთელი ცხოვრება დაბურული შუშებით დადიოდა. სხვათა შორის, „ვივამედი“ არ არის ციხე და საპყრობილე. თავად ოპოზიციონერები აყენებენ საკითხს, რომ თუ დემენცია არ აქვს, განიკურნა საქართველოს ჰაერით, მაშინ სასჯელი მოიხადოს. სასამართლომ სააკაშვილს სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის დაწესებულებაში. ყველა იმ ადამიანის პოზიცია მაინტერესებს, ვინც ამბობდა, რომ სააკაშვილს ევროპული ჰაერი სჭირდებოდა. სტრასბურგის სასამართლოსა და კომიტეტის დასკვნის შემდეგ რას ამბობენ? ევროპარლამენტში მათი პლაკატები, დემარშები რომ იყო, თურმე სააკაშვილს აწამებდნენ, ახლა საპირისპირო დასკვნა რომ არსებობს, რას ფიქრობენ? ან დასკვნა აღიარონ, ან ქართული სახელმწიფოს მიმართ ბოდიში მოიხადონ. სამწუხაროდ, დასკვნებს უკუღმა კითხულობენ“, – განაცხადა მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპუტინის სპეცგანკარგულება თეატრებისთვის – რა ბრძანება გამოიცა რუსეთში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე როდესაც არის საუბარი, ეს ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაციაა, კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, ოროთახიან პალატაშია მოთავსებული