პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები და სამების საკათედრო ტაძრისთვის მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი უარყოფენ, რომ ხატის ერთ-ერთ ეპიზოდში თავადაც არიან გამოსახული. ინფორმაცია, რომ ხატზე, სავარაუდოდ, მათი ვედრების ეპიზოდია ასახული, “TV პირველმა” გაავრცელა.

ირმა ინაშვილმა პოზიცია მხოლოდ “TV პირველის” ფეისბუკგვერდზე კომენტარების ველში მოსაზრების დაწერით გამოხატა.
“გამეხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს, მაგრამ არა მაქვს. ამ გოგონას გვერდით რომ მამაკაცია, ის (თქვენი ლოგიკით) სერგი კაპანაძე იქნება, სიბერეში”, – აცხადებს ის.
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.














