“პუტინის მონის მონებო, “შნირებო” – აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში შეძახილებით აცილებენ

აქციის მონაწილეების შეკრების კიდევ ერთი ადგილი ჭიჭინაძის ქუჩაა, სადაც ვითარება უკვე რამდენჯერმე დაიძაბა. ჭიჭინაძის ქუჩიდან შევიდა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე. აქციის მონაწილეებმა, არჩილ თალაკვაძე პარლამეტში შეაცილეს შეძახილებით – “მონა”.

საკანონმდებლო ორგანოში, ჭიჭინაძის ქუჩიდან უმრავლესობის დეპუტატები მანქანებით შედიან. აქციის მონაწილეები დეპუტატებს შეძახილებით – “პუტინის მონის მონებო”,”შნირებო” აცილებენ.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი დეპუტატის მანქანის კარის გახსნა სცადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიროგი ვაშაძემ, რის გამოც, სამართალდამცველებსა და ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს – ზედმეტებში არ გადახვიდეთ, არაფერი შეგეშალოთ
შემდეგი სტატიაპოლიციამ გიორგი ვაშაძე დააკავა