პოლიციამ გიორგი ვაშაძე დააკავა

ვითარება რუსთაველის გამზირზე – სამართალდამცავებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ უთხრა, რომ აფერხებდა მოძრაობას. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ მოძრაობას არ აფერხებდა და პოლიციელებს მიმართა, განემარტათ, რატომ აკავებდნენ. ვაშაძემ სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.

სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. მასთან ერთად დააკავეს გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე.

სამართალდამცავები გიორგი ვაშაძესა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას.

banner
წინა სტატიაში“პუტინის მონის მონებო, “შნირებო” – აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში შეძახილებით აცილებენ
შემდეგი სტატიასაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა