პუტინის მონაცვლე ადგილზე -ივანიშვილი ცდილობს ტოტალურად დაეუფლოს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რასაც მისგან დამოუკიდებელი როლი და ძალა აქვს, საკაცობრიო თუ ეროვნული ფასეულობა გააჩნია!

დღეს ეკლესიაში და მის მიმართ მიმდინარე პროცესებში არც რამე განსაკუთრებით საკვირველი და არც საკაცობრიო მნიშვნელობით უპრეცედენტოა.ადამიანთა დიდ ნაწილს სრულიად ავიწყდება, რომ ეკლესია, მისი სულიერი არსის , მოწოდების და უდიდესი როლის მიუხედავად, მიწიერი დაწესებულებაცაა, ჩვეულებრივი ადამიანებისგან შედგება და ასახავს როგორც საერთოდ ადამიანის ბუნებისმიერ,ასევე კონკრეტული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას. და რა არის დამახასიათებელი ჩვენი კონკრეტული რეალობისთვის დღეს?- იმპერიის ბნელი ძალით საზოგადოების ყველა სეგმენტის ინფილტრაცია, პუტინის მონაცვლე ადგილზე -ივანიშვილი ცდილობს ტოტალურად დაეუფლოს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რასაც მისგან დამოუკიდებელი როლი და ძალა აქვს, საკაცობრიო თუ ეროვნული ფასეულობა გააჩნია!.

რა გასაკვირია, რომ წარმოუდგენელ წნეხში მოქცეული, უამრავი“კგბეშნიკით“ გარემოცული ხნიერი და ჯანმრთელობაშერყელი ადამიანი,რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ამ წნეხს ძნელად უძლებდეს და ყოველთვის თავის სიმაღლეზე ვერ იყოს, ვერც ამბროსი ხელაიასავით სიმტკიცეს და წინააღმდეგობას ავლენდეს.ეს ღვთით მოვლენილი მეტისმეტად დიდი და ჩვენგან დაუმსახურებელი სასწაული იქნებოდა! მე ისიც დასაფასებლად და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის ფონზე საკვირველად მიმაჩნია, რომ გვყავს პატრიარქი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა კომუნისტების დროს დაჩაჩანაკებული ეკლესიის ძლიერ ინსტიტუტად ქცევასა და ერში ეროვნული გრძნობის გაღვივებაში და რომელიც დღესაც სისუსტის გამოვლინებების მიუხედავად, ის არ არის, რასაც მტერი მისგან მოითხოვს. მტერს კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და პროგრესული ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი არარაობები ჭირდება!
ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოდბელი იაკობის მოტივაციების მიუხედავად, მის აბნეულ საუბარში მაინც გარკვეული რეალობა აისახა- კერძოდ: -ივანიშვილის მცდელობა თავისი გარემოცვის მეშვეობით ჩაანაცვლონ პატრიარქი მათთვის უფრო მისაღები ფიგურით.

( მას ამ შემთხვევაში ამოქმედებს როგორც პუტინის ინსტრუქცია, ასევე მისი პირადი ავტორიტარული მისწრაფებები.) რაც შეეხება, ეკლესიის, როგორც ვითომ ანაქრონიული ინსტიტუტის ( ბოლშევიკებსაც ასე ეგონათ!) დამხობა- მოსპობის ვითომ ლიბერალურ, სინამდვილეში კი სრულიად ანტილიბერალურ პროგნოზებს, ეს მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, არასოდეს არ მოხდება და როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე მისი ეკლესია ოკუპანტის ნების საწინააღმდეგოდ, შეძლებს ამ გამოწვევებისთვის თავის დაღწევას და თავისი ეროვნული-სახელმწიფოებრივი და ზოგადსაკაცობრიო ფუნქციების შესრულებას!-აცხადებს თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მამალაძის სკანდალური წერილის სრული ვერსია
შემდეგი სტატიასამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა