გიორგი მამალაძის სკანდალური წერილის სრული ვერსია

საქართველოს ეკლესიის გარშემო სკანდალი არ წყდება. „ტვ პირველმა“ „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილის სრული ვერსია გაასაჯაროვა, რომელიც დეკანოზმა ტელეკომპანიას გუშინ გაუგზავნა. წერილში მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე მას მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის დანაშაულში მონაწიელობის აღიარებას სთხოვდა. ამის გარდა, დეკანოზი ამბობს, რომ პროკურატურა მას 2 წელი და 8 თვეა ლიკვიდაციის შიშში ამყოფებს:

„გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლიდან გავიძახი, სწორედ საქმეების შემკერი ლიდერი პროკურორი მამუკა ვასაძე გაჰყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ვასაძე, რომელიც არარსებული დანაშაულის აღიარებას მაიძულებდა და ამ დანაშაულში მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობის აღიარებას მთხოვდა. ეს ის ვასაძეა, რომელმაც არ იცის რა არის პატივი და ღირსება. დარწმუნებული ვარ ბატონმა ვასაძემ არც მორალი და არც ეთიკა იცის, რადგან თავის ხელის ბიჭების მეშვეობით, ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნების გარდა, სხვა საუბარს და აღიარებებს მთხოვდნენ. ჩემი ძმა გყავდათ ეთერში სადაც ამბობდა, რომ ის სინოდის მეორე დღესვე იტყოდა უმთავრესს, ანუ ფარდას ახდის ყველაფერს. სწორედ ეს არის ყველაზე მძიმე ჩემთვის. ეს იმდენად მძიმე იქნება ეკლესიისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, რომ საფიქრალი მემატება და სადარდებელი.

მე ამ თემაზე არ მსურდა საუბარი პატიმრობაში მყოფს, მაგრამ სწორედ თავისუფლებაზე ყოფნისას როცა ვითხოვდი, ამ უმძიმესი საკითხების მოგვარებას ეკლესიის შიგნით, სწორედ ეს გახდა უმთავრესი მიზეზი ჩემი პატიმრობისა, რომლითაც დამატებით მოახერხეს სოსო ოხანაშვილისის ჩამოშორება საპატრიარქოდან და მეუფე დიმიტრის როგორც საპატრიარქო კანდიდატის განეიტრალება.

მე ორი წელი და 8 თვეა ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ. ამით რომ ვერ შემაშინეს, ბავშვების სიცოცხლის მუქარაზე და თორნიკეს დაკავების მუქარაზე გადავიდნენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ არაფერი არ იმალება. მე ქრისტესთვის და ეკლესიის სიწმინდისთვის სიცოცხლეც არ მენანება“, – ნათქვამია წერილში.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/517527475471243/

banner
წინა სტატიაშიISFED: კოორდინატორების მობილიზებას და ამომრჩევლის აღრიცხვას კვლავ მასშტაბური სახე ჰქონდა
შემდეგი სტატიაპუტინის მონაცვლე ადგილზე -ივანიშვილი ცდილობს ტოტალურად დაეუფლოს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რასაც მისგან დამოუკიდებელი როლი და ძალა აქვს, საკაცობრიო თუ ეროვნული ფასეულობა გააჩნია!