პუტინის გარემოცვა უკრაინაში ომს „კატასტროფულ შეცდომად“ მიიჩნევს – Bloomberg

სამხედრო მსხვერპლთა მატებასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვა უკვე ეჭვქვეშ აყენებს მის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ. თავად კი დარწმუნებულია, რომ რუსები მზად არიან გაიღონ მსხვერპლი „ეროვნული სიდიადისთვის“. ამის შესახებ Bloomberg წერს.
როგორც გამოცემა წერს, პუტინის ელიტური წრის ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არის „კატასტროფული შეცდომა“. გარდა ამისა, პრეზიდენტთან დაახლოებული პირები ვერ ხედავენ შანსს, რომ პუტინი შეცვლის თავისი კურსს. ზოგიერთი მათგანი სერიოზულად შიშობს, რომ ის ბირთვულ იარაღს მიმართავს.

Bloomberg წერს, რომ პუტინი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მკაცრი მრჩევლების შემცირებულ წრეს და უარყოფს სხვების მცდელობებს, გააფრთხილონ იგი საზიანო ეკონომიკური და პოლიტიკური ხარჯების შესახებ.

წყაროები ამბობენ, რომ პუტინი კვლავ დარწმუნებულია საზოგადოების მაღალ მხარდაჭერაში და რომ რუსები მზად არიან, დიდი მსხვერპლი გაიღონ „ეროვნული სიდიადისთვის“.

banner
წინა სტატიაშითამარ ტალიაშვილი: გაეროს ბავშვთა ფონდთან ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიგეგმა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესიც პროდუქტიული იქნება
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიაში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა