პუტინი უკრაინელ სამხედროებს – არ მისცეთ ნება ნეონაცისტებს, რომ თქვენი მოხუცები, მეუღლეები ფარის ფუნქციით გამოიყენონ, ძალაუფლება გადაიტანეთ თქვენს ხელში

„ჩვენ ვხედავთ ამას ნეონაცისტები ძალიან მძიმე შეიარაღებას ამოქმედებენ უკვე მსხვილი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში, კიევისა და ხარკოვის ჩათვლით. ისინი გეგმავენ, რომ გამოიწვიონ რუსეთის მხრიდან საცხოვრებელი კვარტლებისადმი დარტყმა. ისინი მოქმედებენ, როგორც ტერორისტები მთელ მსოფლიოში, წინ იფარებენ სხვა ადამიანებს, იმისათვის რომ შემდეგ ჩვენ დაგვადანაშაულონ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში და ეს ყველაფერი უცხოელი, მათ შორის ამერიკელი კონსულტანტების რჩევებით ხდება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა.

„კიდევ ერთხელ მივმართავ სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინისა, არ მისცეთ ნება ნეონაცისტებს, რომ თქვენი მოხუცები, მეუღლეები ფარის ფუნქციით გამოიყენონ, ძალაუფლება გადაიტანეთ თქვენს ხელში. თქვენთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნება ვიდრე ნეონაცისტების, ნარკომანების აი ამ ბანდასთან, რომელმაც მძევლად აიყვანა მთელი უკრაინელი ხალხი.

ამასთანავე , მსურს ძალიან მაღალი შეფასება მივცე რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ქმედებებს ისინი ძალიან მამაცად, გმირულად და პროფესიონალურად იქცევიან. ისინი თავის სამხედრო ვალს ასრულებენ და წარმატებით წყვეტენ უმნიშვნელოვანეს ამოცანას, რომლის მიზანიც არის ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა სანქციების მესამე პაკეტი შეათანხმა, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის ევროპული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს
შემდეგი სტატიასებ-მა VTB-ის უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციები აუკრძალა, წინა განცხადება კი წაშალა