პუტინი: რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში „დაბ­რუნ­და“

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა წი­თელ მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ ხალ­ხს გა­ნუ­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში „დაბ­რუნ­და“.

“რაც შე­ე­ხე­ბა ნო­ვო­რო­სი­ას, რაც შე­ე­ხე­ბა დონ­ბასს, იქ მცხოვ­რებ­მა ხალ­ხმა მშობ­ლი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და. მათი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა უფრო რთუ­ლი, ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით“, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სცე­ნა­ზე და­ნარ­ჩენ სამ კან­დი­დატ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ხმე­ბის 100%-ის დათ­ვლის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხმე­ბის 87,28% მო­ი­პო­ვა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი მე­ხუ­თე ვა­დით გახ­და.

აშშ-მა, გერ­მა­ნი­ამ, საფ­რან­გეთ­მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და და­სავ­ლე­თის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი არ იყო.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტზე ნახავთ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება