ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პროექტს ეხებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ივნისში დაიწყება უკვე სამუშაოები.

„დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში „დაბ­რუნ­და“
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს ვუჭერთ ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად