პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს და სიტუაცია უკრაინასთან არის გამონაკლისი

„რუსეთი მხარს უჭერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს და სიტუაცია უკრაინასთან არის გამონაკლისი, რადგან მას გარე ძალები მართავენ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„რუსეთმა 2022 წლის დასაწყისში ყაზახეთს მისი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მხარი დაუჭირა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ასე მოვიქცეთ ყველა ჩვენს მეზობელთან მიმართებით. უკრაინის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ტერიტორიას მესამე ქვეყნები რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად იყენებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ეს მოხდა გადატრიალებისა და ხელისუფლების უკანონო ხელში ჩაგდების შემდეგ. რუსეთი მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტს, მას ყოველმხრივ აძლიერებს და ყაზახეთის მაგალითი ამ პოლიტიკის დასტურია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიზოგჯერ მგონია, რომ ერთი წელი ერთ დღეში გავიდა-ნინო გიორგობიანი
შემდეგი სტატიამიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული – ზურაბიშვილი