“პუტინი დაბნეულია”

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

 

ბრიტანეთის პრესა: რატომ დადის პუტინი ასე უცნაურად,,რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, კარგავს ქვეყნის მართვის სადავეებს, ის დაბნეულია და შედეაგად შეიძლება საერთოდ გაქრეს!,, განაცხადა ,,რადიო თავისუფლებასთან,, ინტერვიუში, ცნობილმა პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ. ექსპერტი ამასთანავე არ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთსი პუტინის დამხობა იგეგმება… მას მიაჩნია, რომ პუტინმა, სხვა გზით შეიძლება დაკარგოს ხელისუფლება.
,,ელცინისაგან განსხვავებით, პუტინმა შექმნა სისტემა რომელსაც მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა 15 წლის მანძილზე, ასე თუ ისე შეეძლო, მაგრამ ეს სისტემა რეჟიმის საშუალებებით იმართებოდა! საბოლოო ჯამში საამაყო არაფერი დარჩა ამ რეჟიმს და ახლა პუტინი დინების ტალღებს დააქვს აქეთ-იქეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია კომიქსის რეჟიმში დავხატოთ, სადაც პუტინის ზურგ უკან ბოროტი პერსონები შეთქმულებას აწყობენ!,, განაცხადა პავლოვსკიმ. მისი აზრით ყველაფერი გაცილებით მარტივადაა… პუტინის ხელისუფლებას მართვის უნარი აქვს დაკარგული, რაც ამ ბოლო დროს რუბლთან მიმართებაში დადასტურდა და ნათელი გახდა, რომ მის სისტემაში მთავრობა საერთოდ არ ფუნქციონირებს. ,,ყველაფერი დაყვანილია პერსონებამდე და მთავარი პრობლემა რუსეთის ხელისუფლებაში, პრობლემების პერსონიფიკაციაა. ხელისუფლების მომავალი წლის მთავარი ამოცანა კი, ქმედუნარიანი მთავრობის შექმნა იქნება. თეთრ სახლში და ცენტრობანკში დარეკვა, პრობლემებს არ წყვეტს და მთავრობის მაგივრობას ვერ გაწევს. ყველა ელოდება ერთი კაცისაგან პრობლემის მოგვარებას, თითქოს ის ღმერთი იყოს, ამ კაცს კი ახლა არამცთუ პრობლემების მოგვარება, მიზნის დასახვაც კი არ შეუძლია, რადგან ის დაიბნა”,- აცხადებს პავლოვსკი.
,,პუტინი გონიერი ადამიანია და მე ვფიქრობ, რომ მას ახლა დაუდგა დრო, რომ რეალობას რევიზია ჩაუტაროს. გაანალიზოს რა ხდება ქვეყანაში რეალურად, ან ისევ ჩაიძიროს ფანტაზიებში. თუ მან ძველი მეთოდებით განაგრძნო მართვა, ის გახდება უმნიშვნელო ადამიანი და დაკარგავს ყველა გავლენას ქვეყანაზე მანამ, სანამ კრემლის დატოვება მოუწევს! ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ ვაცნობიერებთ საერთონაციონალურ რეალურ სურათს, ჩვენი ეკრანები დატვირთულია რეალობის ფალსიფიცირებული სურათებით, უფრო ფალსიფიცირებულით ვიდრე საბჭოთა დროს იყო. ასეთი მართვის კოლაფსურ პირობებში, რთულია ფიქრი და რაიმეს კეთება კი, პრაქტიკულად შეუძლებელია. ვიმედოვნებ, რომ პიტინი თავს ხელში აიყვანს და მისცემს ხალხს გარანტიებს, რადგან ხალხი, რომელსაც პუტინის, ერთდროულად ეშინია და ეიმედება კიდევაც, სწორედ მისგან ელოდება გარანტიებს და არა ოპოზიციისაგან, რომელსაც რუსეთში არც არანაირი პასუხისმგებლობა აქვს და არც რამე გარანტიის მიცემა შეუძლია”,- აცხადებს პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი.

banner
წინა სტატიაშითბილისში შობას ითოვებს
შემდეგი სტატიაქეცბაია „ნიუკასლ იუნაიტედს” უხელმძღვანელებს?