თბილისში შობას ითოვებს

შობას თბილისში ითოვებს. ინფორმაციას ამინდის პროგნოზის შესახებ სინოპტიკოსები ავრცელებენ. სპეციალისტების განცხადებით, თოვა თბილისში 8 და 9 იანვარსაც შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, დაიკლებს ტემპერატურაც. 8 და 9 იანვარს დედაქალაქში ყინვაა მოსალოდნელი.

სპეციალისტების პროგნოზით. ტემპერატურა დაეცემა და ითოვებს, როგორც დასავლეთ,ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

თოვა ქვეყნის მასშტაბით 9 იანვარს ღამით შეწყდება, თუმცა ყინვები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3, ხოლო მინიმალური ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე ავღანეთში გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა
შემდეგი სტატია“პუტინი დაბნეულია”