პუტინი აშშ-ს სირიიდან ჯარის მალე გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთი, ირანი და თურქეთი მიესალმნენ აშშ-ს გეგმას, სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ და მას “პოზიტიური ნაბიჯი” უწოდეს. “ჩვენი საერთო აზრით, ასეთი ნაბიჯის რეალიზაცია პოზიტიური იქნებოდა და ხელს შეუწყობდა რაიონში სიტუაციის სტაბილიზაციას” – რუსეთის ფედერაციის პერზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებთან რეჯეპ ტაიპ ერდორანთან და ჰასან როუხანისთან სოჭში შეხვედრაზე, რომელიც 14 თებერვალს გაიმართა.
სირიაში კანონიერი ხელისუფლების კონტროლი უნდა აღდგეს – პუტინმა თქვა და აშშ-ს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გაიყვანოს საკუთარი ჯარი ქვეყნიდან – “დოიჩე ველე” წერს.
აშშ-ს პრეზდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად თქვა, რომ ის სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიკახა ბექაური – „მაგთიკომი“ ბოროტად იყენებდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას, რასაც კომისია ვერ დაუშვებდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი დიპლომატიური სკანდალის გამო გაწვეულ ელჩს რომში დააბრუნებს