საფრანგეთი დიპლომატიური სკანდალის გამო გაწვეულ ელჩს რომში დააბრუნებს

საფრანგეთის ელჩი რომში “ძალიან მალე” დაბრუნდება. ის გასულ კვირას დიპლომატიური სკანდალის შემდეგ უკან გაიწვია საფრანგეთმა – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ დრიანმა თქვა – The Local-ი წერს. “დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ელჩი ძალიან მალე დაბრუნდება” – ლე დრიანმა თქვა. მისი განცხადებით, როცა იტალიის ვიცე-პრემიერი ლუიჯი დი მაიო პარიზთან ახლოს “ყვითელ ჟილეტებს” შეხვდა, “ზღვარი გადალახა”. “ის შეხვდა იმათ, ვინც შეიარაღებული აჯანყების მოწოდებებს აკეთებს” – ლე დრიანმა თქვა.
ადრე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომ ელჩის გაწვევა ეხება “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის მხრიდან უპერცენდენტო და დაუსაბუთებელ შეტევას”, რომლის დროსაც იტალიის ხელისუფლებამ “სკანდალური განცხადებები” გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი აშშ-ს სირიიდან ჯარის მალე გაყვანისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიააშშ ევროკავშირს მოუწოდებს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გავიდეს