ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ადეკვატური იყო, თუმცა მისი თანმხლები პირები გარემოსთან შეუსაბამოდ იქცეოდნენ

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი-ნარკოლოგი თეონა ბაღაშვილი აცხადებს, რომ ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი და მისი ახლობლები სტაციონარში მისვლის დროს სავარაუდოდ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძისთვის ფსიქიკური აშლილობა არ შეუნიშნავთ.

როგორც ექიმმა განაცხადა, სტაციონარში შესვლის დროს ვალერი ირემაძე ადეკვატური იყო, თუმცა მისი თანმხლები მამაკაცები გარემოსთან შეუსაბამოდ იქცეოდნენ და გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ექიმის განმარტებით, ვინაიდან ანალიზები ნებაყოფლობითია და აღნიშნულ პირებს კვლევა არ ჩაუტარებიათ, ექიმებს აღნიშნული პირების ნარკოტიკული თრობის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა არ გააჩნიათ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

banner
წინა სტატიაში“წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო, ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ბოლო დღეები ავიტანოთ” – პატრიარქი
შემდეგი სტატიასოფელ იგოეთის სკოლასთან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს