“წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო, ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ბოლო დღეები ავიტანოთ” – პატრიარქი

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა. ილია მეორემ პიროვნების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ადამიანი მოწოდებულია, განვითარდეს. პატრიარქის განცხადებით, როდესაც ადამიანი განსაცდელის დროს ფიქრობს, რომ მას არაფერი ეშველება, სწორედ მაშინ მიდის ღმერთი მასთან. ილია მეორის თქმით, წმინდა მამები კი ამბობენ, რომ ბოლო ჟამის დღეები დგას. ამ დროს კი ადამიანმა ღვთის მადლი უნდა ეძიოს.

„ადამიანი სუსტია, სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა, ღმრთის მსგავსებას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით, თავისი სულიერი ცხოვრებით. ადამიანი ეცემა, ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს ვეღარასდროს ადგება. მაგრამ ამ დროს უფალი თვითონ მიდის ადამიანთან. ეს სასწაულია, ეს წყალობაა ღვთისა. და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ამ წყალობას გვაძლევს.

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ.

თქვენ ხედავთ მთელს მსოფლიოში მღელვარებაა. მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.“- აღნიშნა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიგორში, სამხარეო პოლიციასთან სიახლოვეს,სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
შემდეგი სტატიაფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ადეკვატური იყო, თუმცა მისი თანმხლები პირები გარემოსთან შეუსაბამოდ იქცეოდნენ