“პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე – თორნიკე შარაშენიძე

პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე- აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რადგან ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი და უკან ჩამორთმევა აღარ მოხდება- „ხელისუფლებამ დაიცადა, როცა მივიღეთ უვიზო რეჟიმი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა რუსთავი 2-ის წართმევა”. განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, საერთაშორისო რეაქცია იქნება მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ქვეყნის შიგნით:

„თავისუფალ სიტყვას ვერავინ დაახშობს, პროტესტი გადაინაცვლებს რუსთავი 2-დან ქუჩაში ან სადმე სხვაგან, რაც გაცილებით უარესი იქნება… პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე, რაც შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს,“ – აცხადებს შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაშიNGO-ები : მიღებული გადაწყვეტილება ამტკიცებს ეჭვებს სასამართლოს პროცესში უხეში ჩარევის შესახებ
შემდეგი სტატიაძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან