ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან

ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან, ასევე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მისი დაკვეთით ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე იმუშავა და ბოლო ფაზაში იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ზეწოლას ან მის დაკვეთას ვერ გაუძლეს, ან უბრალოდ სიამოვნებით შეასრულეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება. როგორ ფორმებს მიიღებს, როდის იქნება კულმინაცია ამ სამოქალაქო პროტესტის, მე ამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას, ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ ამას, მათ შორის ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით, აქ „რუსთავი 2“-თან დგომით. შეუძლებელია ჩვენ და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქეები შევეგუოთ ამ ვითარებას და ივანიშვილის გეგმას, რომ ის იყოს მმართველი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და ჩვენს მოქალაქეებს არ დავუტოვოთ შესაძლებობა დემოკრატიული ფორმით კრიტიკისა და შემდეგ ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე – თორნიკე შარაშენიძე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა ჩამოშალა სასამართლო და თავისუფალი მედია – რატიანი