პროტესტი აშშ-ში – დონალდ ტრამპი ჩემი პრეზიდენტი არ არის

აშშ-ს მსხვილი ქალაქების ქუჩებში ათასობით უკმაყოფილო ამერიკელი გამოვიდა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებენ.
ვაშინგტონში რამდენიმე ადამიანი თეთრ სახლთან შეიკრიბა. მათ ტრანსპარანტები უჭირავთ ლოზუნგებით, სადაც წერია, რომ ტრამპი რასისტი, სექსისტი და ქსენოფობია. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.
კალიფორნიაში სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კამპუსებში დემპნსტრაციები მოაწყვეს.
ლოს-ანჟელესში ასობით ახალგაზრდა შეიკრიბა სიტი-ჰოლთან. ისინი სკანდირებდნენ: “ტრამპი ჩემი პრეზიდენტი არ არის”.
პენსილვანიაში ასობით სტუდენტი გავიდა ქუჩაში.
პროტესტებია არიზონაში, აიოვაში, კოლორადოში, მასაჩუსეტში, ვაშინგტონში. გამომსვლელებმა გადაკეტეს გზები და ნაგვის ბუნკერებს ცეცხლი წაუკიდეს.
დაკავებულების ან აქციის დროს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

21222324

 

banner
წინა სტატიაშირუსტურიზმი საქართველოში მყოფ რუსებს შესაძლო რისკებზე აფრთხილებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც