გიგა ბოკერია: კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აცხადებს, რომ მას ესმის ზოგიერთი თანაგუნდელის, თუ ლიდერის გაღიზიანება, მაგრამ მისი თქმით, პარლამენტში შესვლა იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება:

“მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კითხვაზე: „ახირებულ ადამიანებში“ მიხეილ სააკაშვილი პერსონალურად გიგა ბოკერიას გულისხმობდა თუ არა, ბოკერია პასუხობს:
“მე უკვე მოგახსენეთ კომენტარი იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია”,- აღნიშნა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპროტესტი აშშ-ში – დონალდ ტრამპი ჩემი პრეზიდენტი არ არის
შემდეგი სტატიაბრიტანული პრესა: ტრამპმა გაიმარჯვა, მსოფლიო მოლოდინში გაქვავდა