,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 30, 2019 15:35

,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება.

ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საკონსტიტუციო ინიციატივა – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია პირველ ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,, შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება”, – აღნიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 30, 2019 15:35

Google სტატისტიკა


12,693
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics