პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერი – ოპოზიცია მმართველ გუნდს სამპუნქტიან პირობას უყენებს

20 ოპოზიციური პარტია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიალოგზე მზადყოფნას აცხადებს, თუმცა საკუთარი პირობებით. როგორც ცნობილია “ქართული ოცნება” პრეზენტაციისთვის ემზადება. მმართველი გუნდის საპასუხოდ კი ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს აყენებს, როგორც საგანგებო ბრიფინგზე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მთელი ოპოზიციური სპექტრის სახელით განაცხადა, უნდა შესრულდეს სამი პირობა. მათ შორის პარლამენტში დარეგისტრირდეს ის ცვლილებები, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ითვალისწინებს და რომელზეც ხელმოწერები ოპოზიციამ მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვა.

„ჩვენ 20 პოლიტიკურ ორგანიზაციას, კარგა ხანია წარდგენილი გვაქვს საქართველოს პარლამენტში გაცილებით უფრო მეტი ხელმოწერა, 300 ათასამდე ხელმოწერა ჩვენი მოქალაქეებისა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების ჩატარებას 3 %-იანი ბარიერით და უახლოეს დღეში აღნიშნული საკითხი პასუხგაცემული უნდა იყოს პარლამენტის მხრიდან. ამიტომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ვაცხადებთ რომ პირველ რიგში დარეგისტრირდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ასევე “ქართული ოცნების” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში. მეორე, სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საერთო სახალხო განხილვისათვის კომისია. ან ფორმატი რომელიც იქნება იდიალური საშუალება იმ დიალოგის საწარმოებლად, რაც განაცხადა “ქართულმა ოცნებამ” და სადაც მოხდება ჩვენი, შეიძლება მცირედი მაგრამ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და მესამე, შევეცადოთ, რომ აღნიშნული კომისია იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაში,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები