პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სამხედრო გაწვევა ერთი წლით გადაუვადდებათ

პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებულ სტუდენტებს ერთჯერადად სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში, ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს და ეს იქნება ერთჯერადი გადავადება.

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გავრცელება-განვითარებას ქვეყანაში და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ყველამ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ისტორიულ პროცესში, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული არჩევნებით
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარია, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლებისთვის 300 ლარი