გიორგი გახარია : ყველამ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ისტორიულ პროცესში, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული არჩევნებით

თითოეულმა ჩვენგანმა იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ ეს ისტორიული პროცესი უნდა დაგვირგვინდეს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიული არჩევნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს იყო საკმაოდ რთული, დინამიური ემოციური, მაგრამ როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საარჩევნო ცვლილებები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი წარმატებით დაასრულებს. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გადავიდეს დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რომელიც, რა თქმა უნდა, მეტ მდგრადობასა და სტაბილურობას შეძლებს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ყველა ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი იყო საკამაოდ ემოციური.

„პოლარიზაციის ხარისხი იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და ყველას კარგად გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ ეს ისტორიული პროცესი უნდა დაგვირგვინდეს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიული არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება
შემდეგი სტატიაპროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სამხედრო გაწვევა ერთი წლით გადაუვადდებათ