“პროკურორმა მითხრა: თუ ბევრს ილაპარაკებთ, იმათაც გარეთ გამოვუშვებთ, ვინც დაკავებულიაო”

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, რომ საქმის პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მისი შვილი გ.ჯ-მ მოკლა, ხოლო პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღწერა კიდეც დაახლოებით როგორ შეეძლო დაერტყა მას დანა 12-ჯერ.
“თავიდან საქმის პროკურორებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე თან მახლდა მამაჩემი – ფრიდონ სარალიძე. ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა. მე სიმართლე ვიცოდი და ვიფიქრე, რომ ალბათ, ბავშვებმა არ ითანამშრომლეს. საქმე გამოძიების ეტაპზე იყო და ვფიქრობდი, რომ სიმართლეს დაადგენდნენ. მამაჩემი მწყობრიდან გამოიყვანა სიტყვებმა, რომ ჩემი შვილის მკვლელი მხოლოდ გ.ჯ. იყო. ვსაუბრობდი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილის მკვლელი. გუგუშვილის მომართვა იყო: – თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ! ამაზე ჩემი პასუხი იყო: – გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუკი დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას რა აზრი ჰქონდა?! ამ ინფორმაციას მამაჩემიც დაადასტურებს. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ რთულად იყო საქმე, არ აპირებდნენ საქმის სრულფასოვნად გამოძიებას ან რაღაც ხდებოდა. ამის მიუხედავად, მაინც იმედი არ დამიკარგავს და მაინც ვენდობოდი პროკურატურას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“ვეძებ სამ გოგოს, ჩხუბის დროს დარბოდნენ და კიოდნენ”- ზაზა სარალიძე
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, მომიბოდიშა, მომისამძიმრა, ბიბლია და ხატი გადმოგვცა საჩუქრად- სარალიძე