მირზა სუბელიანი სახლში იყო მოსული, მომიბოდიშა, მომისამძიმრა, ბიბლია და ხატი გადმოგვცა საჩუქრად- სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მასთან სახლში მივიდა, ოჯახს ბოდიში მოუხადა და საჩუქრად ბიბლია და ხატი გადასცა.

„მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული. ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ. სასამართლო პროცესზეც მომიბოდიშა, მომისამძიმრა. სახლში როცა იყო მოსული, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, ჩემი მეუღლე იყო. ბოდიშის მოხდის და მოსამძიმრების მიზნით მოვიდა. ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და წმინდა გიორგის ხატი ბავშვის სახელზე. დანარჩენი არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, გარდა იმისა, რომ ტელეფონით მირეკავდა სახლში მოსვლამდე, იმის დადგენა უნდოდა, სახლში ვიყავი თუ არა და ისევ და ისევ მიბოდიშებდა, რომ ალბათ, რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო“, – განაცხადა სარალიძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“პროკურორმა მითხრა: თუ ბევრს ილაპარაკებთ, იმათაც გარეთ გამოვუშვებთ, ვინც დაკავებულიაო”
შემდეგი სტატიათბილისში “მეგატექნიკის” მაღაზია გაქურდეს