პროკურორის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა გასცა

“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, გელაშვილის ცემის ბრძანება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა გასცა, სხვა შემთხვევაში, პროკურორის შეფასებით, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ და ვერ დადგებოდა.

ამასთან, წიკლაურმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე, ანგარიშსწორება მოეხდინა ვალერი გელაშვილზე, რის შემდეგაც ეს საქმე ივანე მერაბიშვილმა შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თამაზ ლომიძე: როგორც ერთი რიგითი ქართველი ვუერთდები პეტიციას
შემდეგი სტატიანონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ბრიუსელში – ევროპარლამენტარებთან მართავს