ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ბრიუსელში – ევროპარლამენტარებთან მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ბრიუსელში – ევროპარლამენტარებთან მართავს. ის ევროპარლამენტის დეპუტატებს საქართველოში შექმნილ ვითარებას და მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ ყველა დეტალს აცნობს, მათ შორის ინფორმაციას შიმშილობის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მამულაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ და გეგმავენ, გააკეთონ როგორც ინდივიდუალური, ასევე ერთობლივი განცხადებები.

“ეს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხება, იმიტომ, რომ ვხედავთ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან საქმის კურსში, ყოველდღიურად ვაწვდი ინფორმაციას რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და როგორ ირღვევა მისი უფლებები.

რა თქმა უნდა, არიან შეწუხებულები იმ მდომარეობით რაც საქართველოშია ზოგადად და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ. იქნება საერთო განცხადება, იქნება ინდივიდუალური განცხადებები, ინდივიდუალურად მათ პრეზიდენტ მიშელსაც მიმართეს და შეშოფთება გაოხატეს”, – თქვა ნონა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” მძიმე პერიოდი დაუდგება და პარტნიორებთან ბევრი ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა გასცა
შემდეგი სტატიადღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დაკრძალავენ