პროკურორი არ გამორიცხავს, რომ პანკისში დაკავებულები ტერორისტულ აქტს საქართველოში გეგმავდნენ

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე გეგმავდნენ:

გეგმავდნენ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებას, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ.

დაკავებულების აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი 3 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებს.

banner
წინა სტატიაშიშესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა – Pfizer-ის დირექტორი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნილი სოციალური საწარმოს პროდუქცია ამაზონზე გაიყიდება