შესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა – Pfizer-ის დირექტორი

შესაძლებელია კორონავირუსის, კიდევ ერთი, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც დღეს არსებული ვაქცინები ვერ მოერევა – ამის შესახებ განცხადება კომპანია “pfizer-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.

ის მეცნიერების მიერ წარმოებულ დაკვირვებას ეყრდნობა. ირკვევა, რომ ახალ შტამებს უნდა ველოდოთ, მედიკოსებს კი პრაქტიკიდან გამომდინარე, ახალი ძლიერი შესაქმნელად 3 თვე დასჭირდებათ.

“ყოველ ჯერზე, როცა ახალი ვარიანტები ჩნდება, მეცნიერები იკვლევენ, რომ ნახონ, დაიცავს თუ არა ვაქცინა ამ ვარიანტს. ჯერჯერობით მსგავსი არ აღმოგვიჩენია, თუმცა ვფიქრობთ, რომ მოსალოდნელია, ერთ დღეს ასეთი ვარიანტი გამოჩნდეს”-,თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის საჭიროების შესახებ საბოლოო მონაცემები ჯერ არ არსებობს
შემდეგი სტატიაპროკურორი არ გამორიცხავს, რომ პანკისში დაკავებულები ტერორისტულ აქტს საქართველოში გეგმავდნენ