პროკურატურის მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წარდგენილი ახალი მტკიცებულებები დაცვის პოზიციას ამყარებს

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წარდგენილი ახალი მტკიცებულებები დაცვის პოზიციას ამყარებს.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ახალი მტკიცებულებები ნივთმტკიცებებს ეხება, თუმცა კაკაბაძე მათ შინაარსზე საუბრისგან თავს იკავებს.

ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე.

“ახალი ექსპერტიზის დასკვნები, მიგვაჩნია, რომ ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, რაც არის დაცვის მხარის მიზანი. ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ისინი დაცვის მხარის პოზიციას არანაირად არ აზიანებს. პირიქით, ეთანხმება ჩვენს პოზიციას”, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიიაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა