ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის განაგრძობს. ამის შესახებ ,,თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, მორიგი შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან გამართა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ ტურიზმს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წარდგენილი ახალი მტკიცებულებები დაცვის პოზიციას ამყარებს
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს