პროკურატურის არგუმენტები კომიტეტმა მიიჩნია საფუძვლიანად და დაუჭირა მხარი – მამუკა მდინარაძე

„პოლიციელი არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ვინც შეესწრება ამბავს, ის არის მოწმე,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან პროკურატურის მოწმეებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურას ჰყავს მოწმეებად როგორც სამართალდამცველები, ასევე რიგითი მოქალაქეები.

მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით და მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

მდინარაძის თქმით, პროკურორის მიერ წარდგენილი არგუმენტები კომიტეტმა საფუძვლიანად მიიჩნია, რომ პროკურატურის მოთხოვნისთვის მხარი დაეჭირათ.

“პროკურატურის არგუმენტები კომიტეტმა მიიჩნია საფუძვლიანად და დაუჭირა მხარი”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში,,არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ”
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სოლიდარობის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს