“ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სოლიდარობის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს

წალენჯიხს რაიონულმა ორგანიზაციებმა “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურ მოძრაობამ” სოლიდარობის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანებები საკრებულოს თბილისში გამართული აქციის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დატოვებენ.  ამავე დროს, “ევროპული საქართველოს” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი აბულაძემ საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მაია მიქავას მოუწოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრის ლევან შელიას მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის არგუმენტები კომიტეტმა მიიჩნია საფუძვლიანად და დაუჭირა მხარი – მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიავიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს მამაკაცი „აიპლიუსის“ დაყაჩაღებას (ვიდეო)