პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე უკვე მესამედ, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედი წევრი მალხაზ მიქელაძე დაიბარეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე უკვე მესამედ, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედი წევრი მალხაზ მიქელაძე დაიბარეს, რომელიც 2005 წელს სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო.

მიქელაძე ფიგურირებს რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში, სადაც ის ივერი მელაშვილს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისსავე კაბინეტში სწორედ 2006-2007 წლებში აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მონაკვეთებზე მომხდარი შეთანხმების შესახებ ესაუბრება.

მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში პირველად გასული წლის სექტემბერში, განმეორებით კი, დეკემბერში გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიპასუხისმგებლიანი საქციელი იქნება თუ „ქართული ოცნება“ მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: მე აქ მოვედი იმ ძველი ტელეფონით