პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება თუ „ქართული ოცნება“ მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს

პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წრმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება.

„ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მათთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს, რადგან გვგონია, რომ ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება. დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებები ბოლომდე მივიყვანეთ, შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის სრულიად ოპოზიციის მონაპოვარი, მათთან ერთად შედგა დოკუმენტი. მგონია, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ოცნებას მოვუწოდებ, რომ არ გაუუქმონ ოპოზიციონერებს მანდატები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: პარლამენტში თავაწეულები შემოვედით, 4 პოლიტპატიმარი თავისუფალია
შემდეგი სტატიაპროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე უკვე მესამედ, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედი წევრი მალხაზ მიქელაძე დაიბარეს