პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე სამ პირს – ზ.გ.-ს, შ.გ.-ს და დ.უ.-ს ბრალდება წარუდგინა და ერთი იურიდიული პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო სახელმწიფოს კი მიადგა – 978 004 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი,

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის კომპანიის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. მათვე, სარეალიზაციოდ გაამზადეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად 30 637 ლარის საბაჟო (184 131 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რაც დროულად ამოღებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.

ერთ-ერთი ბრალდებული ზ.გ. ამავე დროს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არის მიცემული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ ე. ლ.-ს ქონების გამოძალვის ფაქტზე და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 14 აპრილს დააკავეს. ზ.გ.-ს, შ.გ.-ს და დ.უ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულად იქნა ცნობილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე იურიდიული პირი – შპს „ზაჰესი 2007, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – გაფუჭებულ სიტუაციას სჭირდება შველა, უკრაინაში ვიზიტი იქნება შემობრუნების წერტილი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა