იოსელიანი – გაფუჭებულ სიტუაციას სჭირდება შველა, უკრაინაში ვიზიტი იქნება შემობრუნების წერტილი

“ჩემი აზრით, ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობისა, რომელიც დღეს არსებობს. თქვენ იცით, რომ ელჩიც გაწვეულია და ამ ურთიერთობებს, ამ რაღაც გაფუჭებულ სიტუაციას სჭირდება შველა. ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები ჩადგეს იმ კალაპოტში, რასაც იმსახურებს ქართველი და უკრაინელი ხალხი.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის უარს, ყველა არგუმენტი, რითაც ამართლებენ უკრაინაში არწამოსვლას, არის აბსოლუტურად ბავშვური და მიუღებელი ჩემთვის, ის, რომ ვიღაცასთან ერთად არ უნდათ მგზავრობა თუ გამოჩენა, ეს არ არის სერიოზული არგუმენტი.” – პარტია მოქალაქეების ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე.

წინა სტატიაშინაცვლიშვილი – მნიშვნელოვანია, უკრაინაში საქართველო არ იყოს წარმოდგენილი ერთპარტიულად
შემდეგი სტატიაპროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირს ბრალი წარუდგინა