პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს – პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებოო ორგანოს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-8 დაწესებულებაში, პატიმრებმა – ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გ.რ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაია: ცესკომ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე
შემდეგი სტატიამდინარაძე: კარგი იქნება, თუ პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ბულინგს არ დაექვემდებარებიან